logo
ENG



ჩხუბი, გინება და "გლდანის ვოლკები" ჰარცელის ოფისთან

23 სექ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

წინასაარჩევნო ფონი მთელი თავისი სიმძაფრით დღეს კარლ ჰარცელის ფანჯრებიდან ჩანდა. უკიდურესად დაძაბული იყო ვითარება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ჩხუბი და გინება. მელიამ და კობახიძემ ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს. ინციდენტის შემდეგ, ელჩებთან შესულ ოპოზიციას გარეთ მმართველმა გუნდმა ახალგაზრდული ფრთა დაახვედრა, მათ შორის ვაკეში გლდანიდან გადმოისროლეს პარტაქტივი - მეტსახელად გლდანის ვოლკები

ვითარების განსამუხტად კი დიპლომატებმა პოლიციის სათანადო მობილიზაცია ითხოვეს. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთმანეთთან პირისპირ აღმოჩნდნენ ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე. მელიამ კობახიძეს კითხვა დმანისთან დაკავშირებით დაუსვა, რასაც გაღიზიანება, ურთიერთ შეურაცხყოფა, შემდეგ კი ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან გინება მოჰყვა. დაძაბულობის კერა კობახიძემ დაცვით დატოვა, ოპონენტს კი უკვე ოფისიდან უპასუხა, თავმჯდომარე სხვა ლიდერებმაც გაამხხნევეს, მდინარაძის თქმით, მელიამ კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა.


close დახურვა